მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის გამოცდის მხოლოდ მოედანზე ჩაბარება საკმარის პრაქტიკას არ იძლეოდა - ავტოსკოლა

631ae90e6bb1c
მარიამ დემეტრაშვილი
11.09.22 23:50
1041
უკვე ოთხი თვეა, მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. მოედნის გარდა, დამწყებ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება ქალაქშიც უწევთ.

გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას ავტოსკოლების ნაწილი მიესალმება. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ამით მართვის მოწმობის აღების მსურველთა საბაზისო უნარ-ჩვევები გაუმჯობესდება.

ავტოსკოლა „არტ დრაივის“ ინსტრუქტორი მიშა ცხადაძე bmg-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გამოცდის ფორმატის ცვლილებით გზებზე უსაფრთხოებაც გაიზრდება.

„მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მოედანზე არ იყო საკმარისი. აუცილებელი იყო გამოცდის ქალაქში გადატანა. მთელ მსოფლიოში ასეა - გამოცდა ბარდება ქალაქში. აპრილის ბოლოდან გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება დაიწყო ქალაქის ქუჩებში. ვფიქრობ, ასე ჯობია, ვინაიდან მეტი გამოცდილება შეიძინეს დამწყებმა მძღოლებმა. გზებზე უსაფრთხოების გაზრდისთვის ასე უკეთესია. მხოლოდ მოედანზე გამოცდის ჩაბარება საკმარის პრაქტიკას არ იძლეოდა, რეალურ სივრცეში კი დამწყები მძღოლები მეტ უნარ-ჩვევას იძენენ. ჯერ ცოტა დროა გასული, თუმცა ვფიქრობ შემდეგი თვეები მოგვცემს სურათს, რამდენად უკეთესია გამოცდის ქალაქში ჩაბარება.

ჩვენი დაკვირვებით პირველი 2 თვე იყო რთული. თავიდან მოსწავლეებს ქალაქში გამოცდის ჩაბარება დაძაბულობის, ნერვიულობის და გამოუცდელობის გამო ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მომდევნო თვეებში გამოსწორდა სიტუაცია“, - განაცხადა მიშა ცხადაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები