მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის წესის ცვლილება ავტოსკოლების მომსახურებას 20-30%-ით გააძვირებს - ART DRIVE

610019a205b5a
ანუკა ჯოხაძე
28.07.21 10:10
2136
მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილებები შედის. შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებს ახალი კომპონენტი ემატება, რომლის მიხედვითაც გამოცდას მართვის მოწმობის აღების მსურველები ჯერ საგამოცდო ბაზაზე შემდეგ კი ქალაქში ჩააბარებენ.

ავტოსკოლების წარმომადგენლები ცვლილებებს მხარს უჭერენ, თუმცა ამბობენ, ამ მიმართულებით კონსულტაციები ბიზნესთან არ ყოფილა. როგორც ART DRIVE-ის დამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი ამბობს, ქალაქში ავტომობილის მართვის შესასწავლად შესაბამისი სივრცეები უნდა გამოიყოს. ამასთან, მისივე თქმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მათი მომსახურების გაძვირება გარდაუვალი იქნება.

“როგორც ვიცით, პრაქტიკული გამოცდა ცვლილებების შემდეგ ჩაბარდება ქალაქში, თუმცა რუსთავის ტერიტორიაზე. ავტოსკოლებს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ და ამ პროცესებში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართულები. ფაქტობრივად ავტოსკოლებიდან მიდიან ადამიანები გამოცდების ჩასაბარებლად. მომხრე ვართ ცვლილებების, რადგან ახლა როგორც ბარდება გამოცდები, საკმარისი არ არის. ჩვენც მზად ვართ, თუმცა სად უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ქალაქში ავტომობილის მართვა, ჯერ არ ვიცით. ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს სწავლების საფასურის გაძვირებას 20-30%-მდე”, - აცხადებს გიორგი ბერიშვილი ART DRIVE-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები