მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მასალის ფასი საოცარი სისწრაფით იზრდება, ძვირდება ნედლეული და შესაბამისად, პროდუქციაც“- TS GROUP

aveji

TS GROUP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ მამფორია BM.GE-სთან საქართველოში ავეჯის წარმოების ინდუსტრიასა და მის გამოწვევებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ბაზარზე ავეჯის წარმოება და შესაბამისად კონკურენცია ძალიან არის გაზრდილი. ამასთან, ძალიან გაზრდილია ნედლეულის ფასები, რაც პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება.

„საოცარი სისწრაფით იზრდება მასალის ფასი, რაც პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ "ადამიანური" ფასები შევინარჩუნოთ. მომხმარებელს რა თქმა უნდა მაღალ ბიუჯეტური პროდუქტი უნდა, თუმცა არ აქვს საშუალება, რომ მისთვის სასურველი ავეჯი შეიძინოს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს, ადგილობრივად წარმოებული ავეჯის ექსპორტზე გატანის დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენც, რა თქმა უნდა ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლასაც და გაფართოებასაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კომპანია ვართ, ეს, ამ ეტაპზე მხოლოდ სამომავლო გეგმებია. თუმცა ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამენ, რომ ექსპორტზე გავიდნენ,“- აცხადებს მამფორია.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, იმისდა მიუხედავად, რომ კონკურენცია ბაზარზე ძალიან დიდია, ყველას თავისი ნიშა და სეგმენტი ჰყავს. თუმცა, მამფორია ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლების ნდობა ძალიან დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები