მილიარდერი, ილონ მასკი 19 ნოემბერს ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ არჩევნებამდე ყველას, ვინც მის ონლაინ პეტიციას ხელს მოაწერს, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ს კონსტიტუციას $1 მლნ-ს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
მასკმა პოლიტიკური მოქმედების ორგანიზაცია, America PAC დააარსა რომელიც მხარს უჭერს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას. ჯგუფი ამომრჩეველთა მობილიზებასა და რეგისტრაციაში მომავალ საარჩევნო შტატებში ეხმარება.
ღონისძიებაზე დამსწრეებს ვალდებულება ჰქონდა, რომ ხელი მოეწერათ პეტიციისთვის, რომელიც America PAC-ს საშუალებას მისცემს, რომ საკონტაქტო ინფორმაცია შეაგროვოს, რაც საარჩევნოდ მხარდამჭერთა მობილიზებას უზრუნველყოფს. მილიარდერმა არ დაკარგა დრო და ღონისძიების ერთ-ერთი დამსწრე, სახელად ჯონ დრეჰერი 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჩეკით დააჯილდოვა.
მასკის ქცევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ის თავის სიმდიდრეს საპრეზიდენტო ასპარეზზე, რომელიც ტრამპსა და მის ოპონენტს, კამალა ჰარისს შორის მიმდინარეობს.
შაბათს მასკმა განაცხადა, რომ თუ ჰარისი გაიმარჯვებს, ეს იქნება "ბოლო არჩევნები", რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები აღარ იარსებებს. მან ასევე თქვა, რომ ტრამპზე ორი მკვლელობის მცდელობა ადასტურებს, რომ ის ცვლის სტატუს-კვოს ისე, როგორც ჰარისს არ შეუძლია. მისი თქმით, ამიტომ არავინ ცდილობს ჰარისის მოკვლას.