ამერიკული ელექტრომობილების კომპანიის, Rivian-ის აღმასრულებელ დირექტორს, არ ჯეი სკარინგს ინვესტორებმა ახალი სახელფასო ჩეკი შესთავაზეს. საუბარია $4.6-მილიარდიან ანაზღაურებაზე იმ პირობით, თუ მომდევნო ათწლეულში ავტომწარმოებლის დირექტორი კომპანიის აქციების მინიმალური ღირებულება $40 დოლარი გახდება, საუკეთესო შემთხვევაში კი $140 დოლარამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ამჟამად ერთი აქციის ფასი $15.22 დოლარია. აღსანიშნავია, რომ სახელფასო ჩეკი “ქეშის” სახით არ გაიცემა და საუბარია 36.5 მილიონი აქციის გადაცემაზე.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, ინვესტორები სკარინგს წლიური ანაზღაურების გაორმაგებას და $2 მილიონამდე გაზრდასაც სთავაზობენ. ამასთან, ის მიიღებს 1 მილიონ აქციას კომპანიის შვილობილ Mind Robotics-ში.
ელექტრომობილების მწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორისთვის მსხვილი სახელფასო ჩეკის შეთავაზებაც ანალიტიკოსებს ილონ მასკი და Tesla-ს აქციონერების მიერ მისთვის შეთავაზებული $1-ტრილიონიანი პაკეტი გაახსენა. მართალია, ისინი მსგავს მეთოდოლოგიას ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსგავსი კოლოსალური მოცულობის შეთავაზების მიზანი Rivian-ის დამფუძნებლის მეტი დაინტერესება და კომპანიის ზრდის მასშტაბის გაზრდაა.




























