მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკის SpaceX-ი რაკეტებისთვის ორ ახალ გამშვებ პუნქტს ააშენებს

SpaceX

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის ძალებისაგან ახალი სამშენებლო ლიცენზია მოიპოვა. არსებული ინფორმაციით, საუბარია კეიფ კანავალის ტერიტორიაზე ორი ახალი გამშვების პუნქტის აგებაზე, რომლებიც კომპანიის ზემძლავრი რაკეტების, Starship-ებისთვის გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის ფლორიდის შტატში უკვე ფლობს რამდენიმე გამშვებ პუნქტს, რომლებიც კეიფ კანავალის სიახლოვეს, კენედის კოსმოდრომზე მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ობიექტების აგებისთვის მოსამზადებელი პროცესი თანხმობის მიღებისთანავე დაიწყო.

SpaceX-ში არ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება ახალი გამშვები პუნქტების აგებას, თუმცა მოელიან, რომ როცა ორივე მათგანი ექსპულატაციაში ჩაეშვება, კეიფ კანავალიდან ყოველწლიურად 76 რაკეტის გაშვება და 152 დაშვების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ჯამურად, ყველა ასაფრენი პუნქტი მასკის კომპანიას ყოველწლიურად 120 მისიის განხორციელების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები