ბიპლის სახელით ცნობილი ხელოვანის მაიკ ვინკელმანის პროექტი " უბრალო ცხოველები" მაიამიში ჩატარებულ არტ ბაზელზე იქნა გამოტანილი.
თითო რობოტის ფასი 100 000 აშშ დოლარი იყო და რადოენ გასაოცარიც არ უნდა იყოს გასაყიდად გამოტანილ ყველა რობოტს გამოუჩნდა პატრონი.
სერია "უბრალო ცხოველები" ესაა კანისფრად შეღებილი ჰიპერრეალისტური ადამიანის თავიანი რობოტი ძაღლები. ბიპლმა სერიის ფარგლებში ჯამში რვა ძაღლი დაამზადა. ერთ-ერთ ძაღლს თვითონ ხელოვანის თავი უკეთია, სწორედ ის გაიყიდა პირველი, ხოლო დანარჩენებს ელონ მასკის, მარკ ცუკერბერგის, ჯეფ ბეზოსის და ასევე ლეგენდარული ხელოვანების პაბლო პიკასოსა და ენდი ვორჰოლის თავები უკეთია.
რობოტები არტ ბაზელზე პლექსიგლასით შემოფარგლულ ერთგვარ ვოლიერში დადიოდნენ. ყოველ რობოტს კორპუსზე კამერა აქვს დამაგრებული, რომელიც გაუჩერებლად იღებს სურათებს. შემდგომ ეს სურათები AI-ს საშუალებით მუშავდება, რობოტი მათ ბეჭდავს და იატაკზე ყრის. ყოველ დაბეჭდილ სურათს ავთენტურობის სერტიფიკატი ახლავს და მათი ნაწილის შეძენა არტ ბაზელის მიმდინარეობისას NFT-ის საშუალებით იყო შესაძლებელი, ნაწილს კი როგორც ფიზიკურ პრინტებს ბიპლი ადგილზე უფასოდ არიგებდა. "ეს ხელოვნების ნიმუში შემოწმებულ იქნა და დადასტურებით 100%-ით ორგანული ძაღლის ექსკრემენტია, რომელიც საშუალო ზომის ძაღლის ანუსიდან მომდინარეობს” - ასეთ ტექსტს შეიცავს ავთენტურობის სერტიფიკატი.
“AI გამოსახულების და ჰუმანოიდის მიერ დანახულის რეინტერპრეტაციას ახდენს” ხსნის ბიპლი. “ეს ერთგვარი ანალოგიაა; ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო დიდი ინტენსიობით დავიწყებთ სამყაროს მისი საშუალებით აღქმას. ამასთანავე [რობოტი ძაღლების საშუალებით] სამყაროს ცნობილი ხელოვანების და ტექ. ლიდერების თვალით ვხედავთ, სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც ზემოქმედებენ დღევანდელობაზე ალბათ ყველაზე მეტად”განმარტა ბიპლმა პრესასთან საუბრისას.
ბიპლის ექსპერიმენტი მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ეს შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც პიბლი ხელოვნების სამყაროს ყურადღების ცენტრში ხვდება. 2022 წელს, როდესაც პიბლის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი მხოლოდ $100 დოლარიანი პრინტი იყო, მან სახელი გაითქვა, როგორც ისტორიაში პირველად აუქციონზე გაყიდული NFT-ის შემქმნელმა. “ყოველი დღე: პირველი 5000 დღე” Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ $69 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.




























