მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკის X-ის კონკურენტის, Bluesky-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეი გრეიბერი გადადგა

BlueSky

ჯეი გრეიბერი სოციალური პლატფორმა Bluesky-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ყოფილი CEO-ს გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. როგორც ირკვევა, მის ადგილს დროებით კომპანიის მრჩეველი და Automattic-ის ყოფილი დირექტორი, ტონი შნაიდერი დაიკავებს, თავად გრეიბერი კი ინოვაციების მთავარი ოფიცრის პოზიციაზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ შნაიდერი ბოლო ორი წელია Bluesky-ს ინვესტორი და მრჩეველია და მისი აღმასრულებელ დირექტორად დარჩენა აქტიურად განიხილება.

ცნობისთვის, სოციალური პლატფორმა Bluesky, რომელსაც 40 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა Twitter-ი შეიძინა და ის ფუნდამენტურად შეცვალა. სოც.ქსელი თავს სწორედ მასკის X-ის მთავარ ალტერნატივად აცხადებდა. პლატფორმა 2019 წელს ჯეკ დორსიმ, Twitter-ის ყოფილმა თანამშრომელმა მეგობრებთან ერთად შექმნა და 2021 წელს კი დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოაყალიბა. მომხმარებელთა განსაკუთრებული ზრდა პლატფორმაზე 2024 წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისა და X-ის მომსახურების პირობების ცვლილების შემდეგ დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები