მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკმა Wikipedia-ს კონკურენტი შექმნა - რა არის Grokipedia?

xAI

მილიარდერი ილონ მასკის კომპანია xAI-მ, რომელიც Grok-ის ჩეთბოტს ავითარებს, ორშაბათს Wikipedia-ს ონლაინ-ენციკლოპედიის საკუთარი კონკურენტი, Grokipedia გამოუშვა. საუბარია პლატფორმაზე, რომელიც ონლაინ სივრცეში თავად იძიებს, ამოწმებს და თავადვე აქვეყნებს მონაცემებს. მაგალითისთვის, მასზე უკვე იძებნებიან ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები. მათ შორის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ, Wikipedia-სგან განსხვავებით, ონლაინ-ენციკლოპედია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, მასზე მხოლოდ 885,279 სტატიაა გამოქვეყნებული, რის გამოც მისი ინფორმაციულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველასთვის კარგად ცნობილ პლატფორმას. ამასთან, ვერსია 0.1-ში არ ვხვდებით არავითარ ფოტო-ვიდეო გამოსახულებას, რაც Wikipedia-ს ონლაინ-ენციკლოპედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილ Grokipedia-ში მომხმარებელს შესწორებების შეტანის უფლება ჯერ არ აქვს. Wikipedia-ს აქტიურმა მომხმარებლებმა და დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ კონკურენტი ენციკლოპედია საკმაოდ ბევრ მონაცემს სიტყვების სიზუსტით იღებს Wikipedia-სგან, რაც აჩენს განცდას, რომ Grok-ი რეალურად არა ამ პლატფორმის კონკურენტი, არამედ მისი სახეცვლილი ვარიანტია. ერთადერთი კომპონენტი, რაც Grokipedia-ს Wikipedia-სგან მნიშვნელოვნად განასხვავებს, ეს მისი იდეოლოგიური მიკერძოებულობა და ფაქტობრივი უზუსტობებია, რაც თავად Grok-ის ჩეთბოტს მიეწერება.

ილონ მასკის ახალი პლატფორმის დათვალიერება და გამოყენება www.grokipedia.com-ზე გადასვლით შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები