მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასობრივი ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე - ტექნიკურ უნივერსიტეტში ამცრელი სივრცე იხსნება

611530c03499b
BM.GE
12.08.21 18:28
3383
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.

​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით.
სასურველი ვაქცინის მისღებად წინასწარი რეგისრაციის გავლა საჭირო არ არის.

ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები