"მოლოდინი იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, რეალურია", - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ სექტემბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 18% აცრილი იყოს.
„ჩვენთან ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და მოლოდინი იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ სექტემბრის ბოლომდე 20% მაინც ავცრათ. ეს იქნება უკეთესი პერსპექტივა ყველასთვის. არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკები რჩება და ვაქცინაციის ტემპიც, ისევე როგორც სხვა დაცვის საშუალებები, რაც არის მაგალითად ნიღბის ტარება, აუცილებელია.
დღეს მიუხედავად იმისა, აცრილები ვართ თუ - არა, მაინც აქცენტი ნიღბის ტარებაზე უნდა გავაკეთოთ. 68%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ ამ მაჩვენებლებს, თუმცა სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე მასობრივი ვაქცინაცია არ გვექნება, ეს მაჩვენებელი უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.




























