მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, 4-5 ივლისს, ახმეტაში ჩატარდება

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, 4-5 ივლისს, ახმეტაში ჩატარდება
26.06.24 15:00
698

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა.

მოდულზე რეგისტრაცია და მონაწილეობა შეუძლიათ კახეთში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს (MSMEs), სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მომავალ ანტრეპრენერებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს. პროექტი ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემებზე და ემსახურება მათ გაძლიერებას.

2 დღის განმავლობაში, ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული მონაწილეები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიცაა:

  • შესავალი ბიზნესის მენეჯმენტში MSME-ებისთვის: მცირე საწარმოებისთვის მორგებული ბიზნესის ეფექტური მართვის ძირითადი კონცეფციებისა და პრინციპების მიმოხილვა.
  • ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი: როგორ შევქმნათ, „წავიკითხოთ“ და გამოვიყენოთ ფინანსური ანგარიშგება ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. სტრატეგიები ჯანსაღი ფულადი ნაკადების შესანარჩუნებლად და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
  • დაფინანსების წყაროები და რისკების მართვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას: რა არის სესხი, რა რისკები და შესაძლებლობები ახლავთ სესხებს, რა სასესხო პროდუქტები არსებობს, რას ვერ ითვალისწინებენ ხშირად მსესხებლები ვინ არის თავდები და რას ნიშნავს თავდებობა.
  • თაღლითური სქემები და უსაფრთხოება: ინფორმაცია ფინანსური თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმებისა და იმ პრაქტიკული რჩევების შესახებ, რომლებიც MSME-ების თაღლითობის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
  • ელექტრონული კომერცია და საგადახდო სისტემები: Tap On Phone ტექნოლოგიის გაცნობა: ეს არის უკონტაქტო ციფრული გადახდის სწრაფი, სანდო და რაც მთავარია, ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივა. Tap On Phone ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, საჭიროა მხოლოდ სმარტფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია – ამის შემდეგ, მოწყობილობა POS ტერმინალის ჩამნაცვლებელი გახდება.

ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული ჩატარდება 2024 წლის 4 და 5 ივლისს, ახმეტაში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივლისი, 23:59. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს.

შეგახსენებთ, რომ Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, 2024 წლის თებერვალში, სამცხე-ჯავახეთში, საბაზისო ფინანსური განათლების მოდულით დაიწყო, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. შემდეგ იყო ქვემო ქართლი, სადაც ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.

პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. სადაც, ენობრივი ბარიერებისა და კულტურულ თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები