მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
23.04.24 13:24
241

18 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა.

Mastercard-ის პროექტი მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხის გახსნის ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - რობინ ლ. დანიგანი ესწრებოდა. ელჩის განცხადებით, ძალიან საამაყოა ამერიკის საელჩოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან განათლების მიმართულებით, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურად არის ჩართული.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი:Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო მოდულებს, რესურსებს და ერთად ვქმნით ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ ფინანსური განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სტუდენტებს შეხვდნენ და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქეთევან ახალკაცი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ Mastercard-ის პროექტში, რადგან ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან სწორედ ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები იღებენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რაც გადამწყვეტია საფინანსო სექტორის მდგრადობისა და საბოლოო ჯამში, უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობის შექმნაში. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფინანსური განათლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს, ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეორგოლებს, ინტერაქციულ საგანმანათლებლო მასალებს, ვატარებთ ტრენინგებს მოსწავლეების, მასწავლევლების, ახალგაზრდების, ქალების გაძლიერებისათვის, დღეს, Mastercard-თან ერთად აქ ყოფნა, არის მტკიცებულება იმისა, რომ ერთიანი ძალით, ყველა მიზანი მიიღწევა.

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, 2024 წლის თებერვალში, სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და ის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. 2024 წლის აპრილიდან, პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება.

*Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები