„მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში“ - პროექტი, რომელსაც გრედა, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, მიმართულია მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაზე და მოიცავს სემინარებს საქართველოს 10 რეგიონში. შეხვედრები ძირითადად სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს დაეთმობა. პროექტის მეორე ნაწილი იქნება შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანი იმ გამოწვევების იდენტიფიცირებაა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ხედავს ენერგეტიკული პროექტების განვითარებისას.
სტუმრები: მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ლევან ფანგანი - ეკონომიკური და კომერციული ოფიცერი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში