მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ იცით როგორ ითვლება პროცენტები - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში 1 043 482 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც კალაძეს 215 083 ადამიანმა მისცა ხმა. სწორედ ამ ფაქტს შეეხებოდა ჟურნალისტის კითხვა, არის თუ არა მერი 20%-ის მიერ არჩეული.
„მე შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის მონაცემები. მაშინ 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით არჩვნებში ხმების 71% მიიღო. აშკარად მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ გაქვთ ინფორმაცია და არ იცით როგორ ითვლება.
მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას. 215 000 ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ვპირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ უკან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




























