მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაურიციო კატელანის ოქროს უნიტაზი $12.1 მილიონად გაიყიდა

Golden toilet

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის მოლოდინები, რომ ოქროს უნიტაზი სენსაციურად ძვირად გაიყიდებოდა, სამწუხაროდ, ვერ გამართლდა. მაურიციო კატელანის 18-კარატიანი ოქროს 100-კილოიანი უნიტაზი სულ რაღაც 12.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

უნიტაზის, სახელწოდებით ამერიკა, საბოლოო ღირებულება აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი იყო, რასაც $2.1 მილიონის საკომისიო დაემატა. საინტერესოა, რომ აუქციონზე უნიტაზის ყიდვის მსურველი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, უნიტაზი ერთადერთი ბიდით გაიყიდა.

ამერიკა აუქციონამდე ნიუ იორკში, Sotheby’s-ის ახალ სათავო ოფისში, იყო დამონტაჟებული და მისი ნახვა ვიზიტორებს უფასოდ შეეძლოთ.

უნიტაზის კიდევ ერთი ვერსია ბრიტანეთში, Blenheim Palace-ში მოიპარეს, ქურდების დაკავების მიუხედავად უნიტაზი ვერ იპოვეს. მიუხედავად საინტერესო ისტორიისა, როგორც ჩანს ოქროს უნიტაზით ბევრი ვერ დაინტერესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები