მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაუწყებლებს უცხოეთიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აეკრძალებათ - კანონში ცვლილებები შედის

ტელევიზია

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რის შესახებაც "ინტერპრესნიუსი" წერს.

ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამის მიღება.

შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციტივაა და პარლამენტში უკვე ინიციირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები