საკაბელო არხების დაერთების გამო, 26-27 აგვისტოს, 00:00-დან 06:00 საათამდე კოტე მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ჩიხიდან ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში ბარნოვის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით, ხოლო მაყაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ივანე კერესელიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.