კომპანია McDonald’s-ს საქართველოში არსებობის 25 წელი შესრულდა. კომპანიის მესვეურებმა დაბადების დღე თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მათ პირველ რესტორანში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე აღნიშნეს. კომპანია დღემდე ორიათასამდე ახალგაზრდას ასაქმებს თავის რესტორნებში, შარშან ბიუჯეტში 33 მლნ ლარი, ხოლო წლევანდელი შენატანები სავარაუდოდო 40 მლნ ლარს მიუახლოვდება, რადგან კომპანია იზრდება და წლევანდელი საინვესტიციო გეგმა 30 მლნ ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. ჯამურად, დაარსების დღიდან კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში 150 მლნ ლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა და გადაჭარბების გარეშე, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ისტორია.
თემურ ჭყონია - “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტი;