“Mcdonald’s - ის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას - სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა თუ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. 2025 წლის საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია - "ერთად მეტი შეგვიძლია" და ეს ზუსტად ის სამყაროა, რომელსაც Mcdonald’s წლებია ბავშვებისთვის აშენებს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია კეთილ საქმეში ჩართვა. წელს, “McDonald’s საქართველო”, ასოციაცია "ანიკას" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სენსორული ოთახის მოწყობაში დაეხმარება. ეს ოთახი იქნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, განვითარებას, დასვენებას და გარემოსთან დამეგობრებას. კამპანია დღეს იღებს სტარტს.