მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირდება თუ არა სურსათზე ფასები?

BM.GE
27.03.23 13:49
168
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაანონსდა, ძირითად პროდუქტებზე ფასები 20-30%-ით შემცირდა და მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში კლება გაგრძელდება. 

თებერვალში ეკონომიკური გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. რა კავშირშია ბაზარზე არსებული სურათი პრემიერის განცხადებასთან?

სტუმარი: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;
სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები