მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე ჰესი აჭარაში

BM.GE
28.05.19 11:07
775
წელს იანვარ-აპრილში უცხოეთში 27.103 მლნ აშშ დოლარის ელენექტროენერგია ვიყიდეთ და ეს, საქსტატის მონაცემებით, მთელი იმპორტის 1%-ია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით კი მხოლოდ აპრილში საქართველოში 80.840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით, 7.2–ჯერ მეტია, ანუ ზრდამ თითქმის 620% შეადგინა. ეს მონაცემები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ელექტროენერგიაზე დეფიციტი აქვს და სულ უფრო დიდ მნიშნელობას იძენს ადგილობრივი ჰესების მშენებლობის საკითხიც. მიუხედავად ამ მონაცემებისა სულ უფრო ხშირად ისმის ნეგატიური შეფასებები ჰესების მშენებლობის მიმართ. ეს კი ამ ბიზნესში ინვესტიციების ჩადებას აფერხებს. ერთ-ერთი ამის მაგალითი სოფელ ქედქედში მცირე ჰესის მშენებლობის პროექტია, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია.

სტუმარი: გიორგი ხიმშიაშვილი - იურისტი, მედიატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები