მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MDF-მა ველისციხის რეაბილიტაციის ₾30-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა - ფონდი ახალ ტენდერს გამოაცხადებს

ველისციხე

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ₾30-მილიონიანი ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან.

კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და პირვანდელი პროექტით, რეაბილიტაცია 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა აღნიშნულ ვადებში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ამ დრომდე პროექტის ბიუჯეტის 73% არის ათვისებული.

"პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციის სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება.

პროცესის პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. ეს აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შედგენისთვის, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად არის საჭირო.

ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს,"- ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები