Facebook-ში პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის ახალი რეგულაცებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებს პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას სოციალური უსაფრთხოების ნომრებისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოსთხოვენ. ეს მოთხოვნები წესით და მალე სხვა ქვეყნების წარმომადგენელი სოციალური ქსელის მომხმარებლებლებზეც უნდა გავრცელდეს. სოციალურ მედიაში რეკლამები თუ ანტირეკლამები გავრცელებული პრაქტიკაა და რიგ შემთხვევებში ზოგიერთ ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოვლინების ფაქტებზე საკმაოდ მკაცრი სანქციებიც დაწესდა.
მართალია მსოფლიოს ფერხულს ბევრი რამით ჩამოვრჩებით მაგრამ ამ ნაწილში ჩვენთანაც მშვენივრად უაწყეს ე.წ ბოტების გამოჩეკვა გამოყენების შესაძლებლობას. ყველას ახსოვს ალბათ ჯერ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრობის დროინდელი ბოტებსი სკანდალი და წინასაარჩევნოდ გააქტიურებული გვერდები სოციალურ ქსელებში. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარე პოლიტიკური ველიდან ამ მხრივ დაცული იყო. აგრესიული შინაარსის პოსტები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ჩნდებოდა.
რა თქმა უნდა სხვაობა მასტაბებშია. ვისაც მეტი ფული აქვს და ვინც მეტს ხარჯავს მას უფრო მეტი ბოტი ემსახურება. და არც მხოლოდ პოლიტიკური თემატიკაა აქტუალური, თუმცა პოლიტიკას დიდად არც ვშორდებით. ბოლოს აშკარად თვალშისაცემი იყო თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან დაკავშირებული ანტიკამპანიური გააქტიურება. აქ ძალიან საინტერესო მიგნებებია მედიის განვითარების ფონდის მიერ გაკეთებულ ანალიზში.
სტუმარი: ნანა რაფავა - "მედიის განვითარების ფონდი", მკვლევარი


































