მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მდგომარეობის განმუხტვის ერთი გზაა - დავეყრდნოთ არა ემოციებს, არამედ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს“

6197842ecf6a5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.21 15:00
1134
„როგორ შეიძლება საზოგადოება ორ ნაწილად იყოფოდეს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება“, - განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

ბიზნესმენი თვლის, რომ ადამიანის უპირველესი უფლება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებაა და ის არ უნდა იზღუდებოდეს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მდგომარეობის განმუხტვის ერთადერთი გზა არა ემოციებზე, არამედ კომპეტენტური ადამიანების გადაწყვეტილებებზე გადის, რომლებიც მთავრობას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ურჩევს. ის ამბობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე არამხოლოდ ქვეყნის იმიჯი, არამედ თითოეული მოქალაქე ფასდება.

„30 წელია უცხოურ კომპანიებში კოკა-კოლა, მაკდონალდში ძალიან მაღალი დონის ტრენინგებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც მაღალი დონის პოლიტიკური პირებიდან დაწყებული ჟურნალისტებით დასრულებული - ასეთ მდგომარეობაში ვყალიბდებოდი და ჩემი შეფასება ასეთია - ჩვენი არამარტო პარტიული შეფასება, ხალხის შეფასებაც ხდება. საზოგადოების 2 ნაწილად არის გაყოფილი და როგორ შეიძლება საზოგადოება ორ ნაწილად იყოფოდეს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. პოლიტიკური შეფასებებისას შეიძლება 2 და მეტ ნაწილად გაიყოს აზრი, მაგრამ სიცოცხლეზე, ადამიანის გადარჩენაზე და სამართლიანობის დაცვაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის შეფასებაზე ორი აზრი იყოს?
წარმოგიდგენიათ ადამიანის სიცოცხლეზე ორი აზრი იყოს: ერთმა თქვას მოკვდეს, მეორემ - იცოცხლოს, შეიძლება ასეთი აზრი არსებობდეს?“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები