მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარაძის შეფასებით, დღეს, ევროპის მოედანზე მაქსიმუმ 17-20 ათას ადამიანამდე იყო შეკრებილი

ევროპის მოედანი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე მაქსიმუმ 17-20 ათასი ადამიანი მდგარიყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, როცა წამყვანმა ჰკითხა, რეალურია თუ არა რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

„მანდ თუ 100 000 ადამიანია, ევროპის მოედანი დაახლოებით 30 000 კვ.მ-ია და ჭყლეტაა, ყველაფერი ხომ არ უნდა მოიტყუო. დღეს ტექნოლოგიების სამყაროში შეგიძლია ნებისმიერი საიტი გახსნა და დაგუგლო და ნახო რამდენი ადამიანია. რადგან თვითონ ითვლიან, თორემ ამის დათვლა უმადური საქმეა, მაგრამ ასეთ სიგიჟეს ამბობენ, ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაატიეს 100 000 ადამიანი, ახალ ევროპის მოედანზე ატევენ.

რომ ავხსნათ ძალიან დიდი ჭყლეტა, როცაა 1 კვ.მ-ზე ეტევა 4 ადამიანი. ანუ მანდ რომ ჭყლეტა და 100 000 ადამიანი რომ იყოს, მინიმუმ 25 000 კვ.მ-ზე უნდა იდგნენ ადამიანები. ახლა რასაც ვუყურებ 5-6-7 000 კვ.მ. ჰქონდეთ ათვისებული საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში... ადამიანების რაოდენობის გაბერვა რომ მოგინდეს 20 000 ადამიანამდე ადიხარ, მაგრამ რასაც ვუყურებ ამხელა სიმჭიდროვეც არ არის რომ ექვსი სამზე გაამრავლო. 12, 14, 17 000 ადამიანი თუ იქნება, ამას ახლა ასე ვერ დათვლი, მერე ფოტო რომ იქნება კი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "რუსული კანონის" საპროტესტო აქცია დღეს ევროპის დღის აღსანიშნად ლოზუნგით "ევროპის მარში ევროპის მოედნისკენ" გაიმართა, რა დროსაც დედაქალაქის სამ ლოკაციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც დღეისთვის დასკვნითი აქცია გაიმართა. მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები სრულად დაიკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები