მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს

მდინარე იორდანე
17.11.23 13:48
268

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი; ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები