მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მძიმე ტექნიკის ოპერატორთა შეჯიბრის გამარჯვებული „ბელო და კომპანიას" ოპერატორია

610148cf38ca6
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 16:35
1025
ივლისში Volvo Construction Equipment-ის და კომპანია „ელიტ მოტორსის“ მიერ ორგანიზებულ მძიმე ტექნიკის ოპერატორთა შეჯიბრი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც „ბელო და კომპანია“-ს მძიმე ტექნიკის ოპერატორი დავით ფსუტური გახდა.

დავით ფსუტური მძიმე ტექნიკის ოპერატორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით წარსდგება. ამბობს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა პირველად არ მიუღია და ეს მისი მეორე მონაწილეობაა შეჯიბრში. “ოპერატორთა კლუბის” შეჯიბრის ფორმატი ასეთია: სპეციალური დავალებები მძიმე ტექნიკის ოპერატორებმა მათთვის გამოყოფილ დროში უნდა შეასრულონ. მოიგებს ის, ვინც ყველაზე მცირე დროში შეძლებს დავალების შესრულებას.

„დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, რადგან აქ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ კომპანიასაც წარვადგენდი. დავალებების შესაბამისად, კონუსების გადაადგილების დავალება უმოკლეს დროში შევასრულე. მართალია, გამიჭირდა მეორე ტურის დავალება - ბურთის ჩაგდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, გავიმარჯვე. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და სასიამოვნო ემოციებით ავივსე. საერთაშორისო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის წარდგენა მომიწევს, რაც კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა. ყველანაირად ვეცდები, ღირსეულად წავრსდგე მსოფლიო ასპარეზზე, ამისთვის ნამდვილად დაუღალავი შრომაა საჭირო.

ყველა მძიმე ტექნიკის ოპერატორს ვურჩევ ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას, მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შანსი, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოცდილების მისაღებად“, - ამბობს “ბელო და კომპანია” მძიმე ტექნიკის ოპერატორი დავით ფსუტური.

„კომპანიისთვის ასეთი სიახლე ძალიან სასიხარულოა, ამაყები ვართ,რომ ჩვენი ოპერატორი ასეთი მასშტაბური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. გვიხარია, რომ ოპერატორების დაუღალავი შრომა ფასდება, შესაბამისად, ეს სხვებისთვისაც უდიდესი სტიმულია. სასიამოვნო იქნება თუ მომავალში მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და სხვა ოპერატორებსაც ექნებათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. „ბელო და კომპანიისთვის’’ დიდი პატივია საქართველოს წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებს „ბელო და კომპანიას“ დირექტორი ბელო წვერიკმაზაშვილი.

შპს „ბელო და კომპანია“-ს ისტორია 2006 წლიდან იწყება, იმ დროიდან, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ უცხო იყო თანამედროვე სტანდარტების სპეც-ტექნიკა.

„15 წლის განმავლობაში , ჩვენ მომსახურება გავუწიეთ 3000-ზე მეტ კომპანიას და შესრულებული გვაქვს 10 000-ზე მეტი პროექტი. მათ შორის, მონაწილეობა მივიღეთ ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანა, ასევე, ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და სხვა.

დღეს „ბელო და კომპანია“ სპეც-ტექნიკის გაქირავებისა და მიწის სამუშაოების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს საჭირო აღჭურვილობით, სერვისითა და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. კომპანიაში მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს“, - აღნიშნავს „ბელო და კომპანიას“ დირექტორი ბელო წვერიკმაზაშვილი.

„ამ კონკურსს, რომელსაც უკვე ტრადიციულად, “ელიტ მოტორსი” მართავს საქართველოში, განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენა სამშენებლო სექტორში, რომლის ფარგლებშიც, კომპანია მოტივაციას უჩენს მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, უფრო მეტად დახელოვნდნენ, ან არაპროფესიონალებს, რომ შეიძინონ ეს პროფესია, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, დასაჩუქრდნენ და ქვეყანა წარადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ICCA აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილი.

ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი წელს უკვე მეოთხედ გაიმართა საქართველოში. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს მისი ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა წელს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეჯიბრი საკმაოდ დიდი წარმატებით და მრავალი მონაწილის ჩართულობით ჩატარდა.

„ოპერატორთა კლუბი“ 1998 წელს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში დაარსდა. კლუბის გეოგრაფია წლების განმავლობაში გაფართოვდა და დღესდღეობით 19 ქვეყანაში ტარდება და 30000 მონაწილეს ითვლის. საქართველოში ოპერატორთა კლუბი 2017 წელს დაფუძნდა და 29 აპრილს, მცხეთაში, „ელიტ მოტორსის“ ტერიტორიაზე გაიმართა.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები