მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-10 სკოლის მოსწავლეებმა დადიანის ქუჩა დღესაც გადაკეტეს

მე-10 სკოლა

თბილისში, მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მოსწავლეებმა დადიანის ქუჩა დღესაც გადაკეტეს.

როგორც BMG-ის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მათი მოთხოვნაა, დაჩქარდეს მეათე სკოლის მშენებლობა, რათა ხარისხიანი სწავლის პროცესი აღდგეს.

როგორც ცნობილია, ისინი ონლაინ გაკვეთილებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, სკოლის აშენებამდე დაჩქარდეს ალტერნატიული ფართის მოძიება.

მე-10 სკოლის მოსწავლეების და მშობლების მოთხოვნებს ვრცლად გაეცანით აქ.

დღეს, "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლის სამშენებლო პროექტის დასრულება მაქსიმალურად მოკლე ვადაში იგეგმება. როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში აღნიშნა, უწყება პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

„მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით პროექტი უფლებამონაცვლეობით არის გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია, თუმცა პრობლემა არსებობს სპორტული მოედნის ნაწილში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს გარკვეული იურიდიული სირთულეები აქვს. კონტრაქტორი კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ. გვესმის მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. ვეცდებით, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს,“ — განაცხადა სოხაძემ.

კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ - სოხაძე მე-10 სკოლის რეაბილიტაციაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები