მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე-3 კვარტალში მშპ 11%-ით გაიზარდა

საქართველო

მე-3 კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მოცულობა მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 11%-ით არის გაზრდილი. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3% იყო. მესამე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 727 ლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (31%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (33%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11%), განათლება (35.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23%).

კლება იყო შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-5%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-14%).

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას (15%) უკავია, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა (9.7%), მესამე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9%), მეოთხე ადგილს მშენებლობა (8.7%), ხოლო მეხუთეს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4%) იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები