"მე არ შემხვედრია ვინმე [აშშ-ში], ვისაც სურს უარი თქვას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაზე", - ამის შესახებ ამერიკული ტექკომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია აცხადებს და დასძენს, რომ მას ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ში არაერთი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ყოფილ კოლეგებთან, მეგობრებთან, კონგრესის წევრებთან, ჰელსინკის კომისიის თანამშრომლებსა და ანალიტიკურ ცენტრებთან და ა.შ, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთთან ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც აშშ განიხილავს, როგორც ძლიერ და სანდო პარტნიორს რეგიონში.
"ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი და რესურსები ჩადო, დასავლურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად.
დასავლეთთან ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც აშშ განიხილავს როგორც ძლიერ და სანდო პარტნიორს რეგიონში.
"America First" პოლიტიკა ხაზს უსვამს სანდო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, რომლებიც იზიარებენ გეოპოლიტიკურ მიზნებსა და ღირებულებებს, რაც გადამწყვეტია ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.
მე არ შემხვედრია ვინმე, ვისაც სურს უარი თქვას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაზე", - წერს ამერიკული ტექკომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია.