მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან, მათთან არავითარი საქმე არ მაქვს - ღარიბაშვილი

ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი

მე არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან, მათთან არავითარი საქმე არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ხალხისთვის და ქვეყნისთვის.

„გასაგებია ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მათ წინასწარ გაიგეს, რომ პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, მათ ჰქონდათ უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაც ქულა მაინც წაეღოთ. ეს უსუსური მცდელობა იყო როგორც პრეზიდენტისგან, ასევე ოპოზიციისგან, რადგან არც ერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. არც შარშან, არც შარშანწინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები მოიტანა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ის მიყვება მთავარ კანონს, კონსტიტუციას და პირნათლად ემსახურება ქვეყანას.

„იგივესკენ მოვუწოდებ პრეზიდენტს. მას აქვს თავისი მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია, კონსტიტუციაში არის ყველაფერი განმარტებული, ისევე როგორც პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებად. ყველამ აკეთოს თავისი საქმე. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები