მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამიას შეწყალება ქვეყნის ინტერესებშია... ეს პოლარიზაციას არ გაარღმავებს - პრეზიდენტი

64a042059c4fb
სალომე ხიდურელი
01.07.23 20:38
521
პრეზიდენტის მედიასთან შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და საზოგადოებისგან ვნებათა ღელვა არ მოჰყოლია.

„მე ვერ ვნახე, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებშია. ის არ მიმიღია იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, ან იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო. არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველ დღე გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე, ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ჩემი გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავებას არ გამოიწვევს, სულ 100 დემონსტრანტი მოვიდა ჩემთან, რა გაღრმავება. ისედაც არის ეს ქვეყანა უკიდურესად პოლარიზებული. გუშინ [ღარიბაშვილმა] რაც თქვა პარლამენტში, ეს არ არის ჟურნალისტი, ეს არის პარლამენტარი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, უხამსი სიტყვებით მოიხსენიოს პრეზიდენტი. ესეც მოვითმინე, იმიტომ, რომ სტრატეგიული მოთმინება პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭიროა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? მე მგონი, რომ არ შეიძლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციის რეალური შედეგი დადგეს, ყველა მზარე უნდა ეცადოს, რომ „ცოტა თავი შევიკავოთ, შევცვალოთ რიტორიკა, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს...“

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები