მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლის განაცხადი დაუკმაყოფილდება - პრემიერი

6467291ca4563
BM.GE
19.05.23 11:45
636
პრემიერ-მინისტრის გაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლის განაცხადი დაუკმაყოფილდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბრიუსელში წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ამგვარ საკითხებზე საუბარი უხერხულად მიიჩნია, რადგან ეს ადმინისტრაციებს შორის გასარკვევი საკითხებია.

„ძალიან უხერხულია ამ თემაზე საუბარი. ეს ტექნიკური საკითხია, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთთან, ამის საჯარო გამოტანა არასერიოზულია, უადგილოა და არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას.

ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება ეს განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ელოდნენ და არ წავიდა. შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ გაცემული გვქონდა თანხმობა. ასე რომ ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. საერთოდ არაფერი ხდება. ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი ის ძირითადი საქმეებია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში ვიზიტის შესახებ მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავერობას 27 აპრილს გაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები