მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა"

641dfd6cdab05
ალა ისპირიანი
24.03.23 23:30
1085
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, არ შეიძლება, ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის.

„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა. არ შეიძლება, ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს.

ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად მხვდება, მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები