მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით,საქართველოში არჩევნების მოპარვა რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი.
"ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში - მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი.
რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ არის ორ ძალას ან ორ პარტიას შორის შეჯიბრი, როცა ერთი მეორეს არჩევნების მოპარვას აბრალებს. რეალობაში ეს არის არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, ორგანიზებული. ამის შთაგონება და მხარდაჭერა რუსების მიერ მოხდა, რადგან ასეთი დახვეწილობა და ასეთი განსხვავებული საშუალებების გამოყენების იმპროვიზაცია ვერ მოხდებოდა ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა.
ის, რაც აქ ხდება, რეალურად რუსეთის ახალი მცდელობაა შექმნას ახალი სტრატეგია პროპაგანდის, განსხვავებული ჩარევების, ფინანსების, სანქციებისთვის გვერდის ავლის და მმართველ პარტიაში თავისი მეგობრებისა და ახლო კავშირების გამოყენებით, რათა ჰქონდეს ჰიბრიდული სტრატეგია. და აქ მათ არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა კვლავ მოექცეს ქვეყანა და რეგიონი მისი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.




























