"ოცნების" პრემიერის თქმით, თავად აკონტროლებს თორნიკე რიჟვაძის საქმის მსვლელობას, თუმცა კითხვებზე ვერ უპასუხებს, რადგან კითხვების ადრესატები საგამოძიებო ორგანოები არიან.
ირაკლი კობახიძემ კითხვებს განმუხურში ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ უპასუხა. კითხვა არავის დაუსვამს როგორია ახლა რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"რა თქმა უნდა, მე ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. თუმცა რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ისინი არიან ასეთი კითხვების ადრესატი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.




























