მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე ვარ და ვიქნები ქართული ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! - პრეზიდენტის მიმართვა

პრეზიდენტი

მე ვარ და ვიქნები ქართული ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას და არა მხოლოდ ამ ხალხის. მე ყველას პრეზიდენტი ვარ და ვიქნები! - ასე მიმართა პროევროპულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის რჩება კონსტიტუციის ერთგული, რომლის წინაშეც მან ფიცი დადო.

"მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის და კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე ექვსი წლის წინ ფიცი დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.

მე ვიქნები ერთგული იმ ქართულ ჯარის, რომლის ვეტერანებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს და თავად არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს.

მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არამხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები!", - განაცხადა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაეთიშა და ვეღარ განაგრძო სიტყვით გამოსვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები