"მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს", - ამის შესახებ სტრასბურგიდან ჩართვისას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
გვარამია ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს დებატებში.
" მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და დღევანდელი შეხვედრებიც, განსაკუთრებით ხვალინდელი შეხვედრები, ემსახურება იმას, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს. რამდენიმე მოკავშირე "ქართულ ოცნებას" ჰყავს, მაგალითად უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით და მუშაობა არის ყოველთვის საჭირო, რომ შედეგები დაიდოს. მე მივიღებ მონაწილეობას დებატებში და იმედი მაქვს, რომს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დებატები იქნება რეზოლუციასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველაფერს გვაკეთებთ იმისისთვის, რომ რეზოლუცია იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ჩვენი მოწოდებები იქნება არა მარტო არაღიარებასთან დაკავშირებით, არამედ, მაგალითად პრეზიდენტი მიერ ნახსენები ცესკოს თავმჯდომარის დასანქცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გვარამიამ.
ისი თქმით, ყველამ უნდა გააკეთოს შესაძლებლობების მაქსიმუმი.
„ყველაში ვგულისხმობ ყველას და არა მარტო პოლიტიკოსებს. მნიშვნელოვანია, რომ გავიდეთ მთავარ ხაზზე, ეს არის არაღიარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ამ მიმართულებით ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწორად, ქვეყნის შიგნით როგორ მიმდინარეობს, ჩემი კოალიციის მხრიდან ეს ძალიან კარგად ვიცი და ვხედავ. იმედი მაქვს, ყველა მხრიდან ასე იქნება“, – განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგიც შეაფასა.
"პრეზიდენტის განცხადება შესანიშნავია, ერთ რამეში არ დავეთანხმები, ამ პარტიამ თავზე გადაიხია კონსტიტუცია და ჩვენც გადაგვახია. მეორე გამონაკლისიც, რაშიც არ ვეთანხმები, ახალი თაობების მომავალი კი არა აწმყოა და უნდა იყოს. თუ არ მოგვწონს პოლიტიკური სპექტრი და ვითარება, მაშინ ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პრეტენზია, პრობლემა. როცა რამე არ მოგვწონს ჩვენი პირადი მაგალითით უნდა დავიწყოთ ამის შეცვლა. მესმის, რომ როცა ადამიანები ხმას აძლევენ, ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს იყო რუსული ოპერაცია და ოპოზიცია, ამ 12 წლის განმავლობაში პრაქტიკულად განადგურებული, შეუძლებელია რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი იმაზე რომ გაყალბება ვერ მოხდებოდა", - თქვა მან.
ცნობისთვის, გვარამია სტრასბურგში გუშინ ღამით გაფრინდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა კითხვები, იყო თუ არა უფრო მნიშვნელოვანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პარლამენტის წინ, პირველი სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დგომა.
ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. საუბარია, საპროტესტო აქციის პარალელურად, ნიკა გვარამიას და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უცხოეთში გამგზავრებაზე. პრეზიდენტმა თქვა:
"მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები, და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის".