"მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით.მე ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა" - ამის შესახებ, "ოცნების" ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პეტერ ფიშერის საქმიანობა არ შეესაბამება მანდატს, რომლითაც აქ არის.
"ამ ადამიანს არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. დაბნეული და დაკარგულია თავის კომპეტენციაში. მე, მივმართავდი ბატონ პეტერ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები. მე მგონია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობას ამ ტონალობაში არ უნდა ესაუბროს.
თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, არ ვიცი ლეგიტიმაციაც გაქვთ თუ არა, რადგან მთავრობა, რომელმაც დაგნიშნათ დაიშალა. თქვენ იმდენს ბედავთ, რომ შედიხართ პოლემიკასა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.
რაც შეეხება ეკონომიკას, აღმოსავლეთ ევროპაში თქვენმა მეზობლებმა გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად ღვინის ექსპორტით რუსეთთან. იხილეთ ლატვია და სხვა ქვეყნები.
მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით.მე ვისურვებდი, დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა, რადგან არ შეესაბამება მანდატს, რომლითაც აქ არის", - განაცხადა ზარქუამ მედიასთან.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა BMGtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს.