MEAMA - საზოგადოებისთვის ეს კომპანია ცნობილია, როგორც კაფსულების სასმლის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც დედაქალაქში ასევე ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და გამორჩეული საქმიანი სივრცე ააშენა მდებარე აეროპორტის გზაზე, ეროვნული ბანკის საცავის გვერდიგვერდ. ძალიან ბევრი სიახლეა ამ კომპანიის განვითარების თვალსაზრისით და ეს არ ეხება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს. საერთაშორისო კომპანია "მეამა" აგრძელებს გაფართოებას ევროპაში და ახალ ოფისებს, წარმომადგენლობას ხსნის როგორც გერმანიაში, ასევე ავსტრიაში. გეგმაშია, სრულად ფანტასტიკური ამბავი - "მეამას" წარმოების ანუ ქარხნის გახსნა ლუქსემბურგში. და ეს ყველაფერი მხარდამხარ იმისა, რომ მეამა საერთაშორისო ბაზარზე და ადგილობრივზეც ხდება სხვადასხვა ნატურალური სასმელების კაფსულების მწარმოებელი კომპანია 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოებით, რომელთა შორის უკვე ჩვენი მიმდევრებისთვისაც ბევრი საინტერესო სასმისი და გემოებია.
თემურ ბოსტოღანაშვილი - MEAMA, გენერალური დირექტორი;
გაგა კვარაცხელია - MEAMA, კომერციული დირექტორი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;