მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეამამ დუბაიში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენა GULFOOD-ში მიიღო მონაწილეობა

63fc55aa25591
BM.GE
27.02.23 11:06
828
20-24 თებერვალს დუბაიში სასმელი და საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა GULFOOD გაიმართა.

აღნიშნულ გამოფენაზე კომპანია მეამა სრული კონცეფციით, დამოუკიდებელ სტენდზე იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ, მეამას ტექნოლოგიურ ინოვაციებს, საქართველოში წარმოებული ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვან პროდუქციას და კომპანიის საექსპორტო პოტენციალს. გამოფენაში მეამას მონაწილეობა მიზნად ისახავდა, როგორც პოტენციური საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თანამედროვე ბიზნეს მოდელის გაცნობას, ასევე სამომავლო ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას.

GULFOOD-ის გამოფენაზე 125 ქვეყნის 6 000-მდე გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი და მას 120 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.

როგორც მეამას გენერალური დირექტორი - ელენე ვარსემაშვილი განმარტავს, დამთვრიელებლების მხრიდან საკმაოდ დიდია იყო ინტერესი მეამას ტექნოლოგიური ინოვაციებისა და კაფსულის მრავალფეროვანი პროდუქციის მიმართ. მეამამ წარადგინა საკმაოდ მოქნილი ბიზნეს მოდელი, რომლის მთლიანი ეკო სისტემა ადაპტირებადია ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის. გაიმართა მოლაპარაკებები და გაცნობითი შეხვედრები, რაც ვფიქრობ საინტერესო შედეგებით დასრულდება.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები