მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მებაჟე ოფიცრებმა 10,192 ლარის არადეკლარირებული ტანსაცმელი გამოავლინეს

5fb524ce182c0
თელარა გელანტია
18.11.20 17:45
602
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს.

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10,192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10,192 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები