მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეჩვენება?!"- ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ხსნის, რატომ ჰგონია, რომ სანქცირებულია

ივანიშვილი

"მე შევეცდები ავხსნა და ჩემი ადვოკატები ხშირად აკეთებენ განცხადებებს რამდენად მე მეჩვენება და ვარ ვირტუალურ სამყაროში და მე არ ვარ, და პატარა განმარტებებს გავაკეთებ იმაზე, რაც ჩემს ადვოკატებს საზოგადოებისთვის ახსნილი აქვთ,"- განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილი აცხადებს იმასაც, რომ 30 სექტემბერს სინგაპურში მისი გამარჯვებით დასრულდა მრავალწლიანი დავა Credit Suisse-ი განაჩენის აღსრულებას ვეღარ შეაყოვნებს.

"როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად 2 კვირაში თუკი რაიმე აქტივი იყო ჩემი უცხოეთში ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა ნაყიდი და ისიც ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან რამდენიმე თვე, ხელოვნების ნიმუშებზე ისეთი საოცრებები ხდებოდა საწყობიდან ვერ გამოვიდნენ სანამ ჟურნალისტები არ მოვაგროვე და დიდი ხმაურით მიხვდნენ რომ დაზარალდებოდნენ. მთავარი ის მოხდა, რომ ჩემი ფინანსური რესურსები, რომლებიც შვეიცარიაში გამაჩნდა ეს ის არა, რაზეც კრედიტ სუისთან სამართლოა ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არა. აი ის რაც გადარჩა დაყადაღებას, ის ისევე შვეიცარიის ბანკში გადავიტანე ტრასტი არის და სხვა ბანკში გადავიტანე სამართავად, აი იმ თანხებზე წელიწადნახევარი მატარეს სასამართლოში გერნსიზე. წელიწადნახევარი არ მქონდა წვდომა ჩემს რესურსებზე თუ ეს ნორმაა და ვთქვათ მეჩვენება, საზოგადოებამ განსაზღვროს თვითონ. ის ფაქტი, რომ ამის გაგრძელდება წელიწადნახევრის შემდეგ მივიღე წვდომა და დავიბრუნე, ეს არა კრედიტ სუისში, არამედ სხვა ბანკში და დღესაც მაქვს წვდომა ჩემს რესურსებზე, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ბერმუდასა და სინგაპურში. ბერმუდა მესამე უზენაეს სასამართლოზე წავიდა და განაჩენი აპრილში იქნება, სინაპურში ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა, გადახდა დაავალა Credit Suisse-ს, ეს ფული დეპონირებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ. სინგაპურში არის კანონი, რომელიც ამის უფლებას იძლევა, 11 ივლისს დასრულდა სასამართლო გამოიტანა განაჩენი სასამართლომ რომ ფული გადაიხადეთ იქ Credit Suisse-ს არაფერი ვარიაციები აღარ დარჩა, ერთადერთიი რადგან ბერმუდაში და სინგაპურშია მეორე ინსტანციის სასამართლოებში ფინანსების ნაწილი არის თანხვედრა და ორჯერ შეიძლება განმეორდეს ანუ თანხები რომლებიც დაარეზერვებინეს (905 და 607 მლნ დოლარი) აქედან ტანხების გარკვეული ნაწილი არის თანხვედრაში და მეორდება, ამას ექსპერტები ითვლიან და ამის დათვლას რა უნდა, ალბათ 1-2 საათი, თუმცა 11 ივლისიდან მოყოლებული დედლაინი რაც იყო 29 სექტემბრამდე დასმული სასამართლოსი, მათი ექსპერტი ხან შვებულებაში წავიდა მოკლედ 2 თვე ითვლიდნენ ამას. და ამ თანხებზე რაც დეპონირებულია ყოველდღიურად ამაზე Credit Suisse-ს 100 ათასი დოლარის დარიცხვა უწევდა, ყველაფერს აკეთებდნენ რომ გაეჭიანურებინათ. ორი თვის განმავლობაში რომ ხდებოდა ეს მეჩვენება? ტყუილად იხდიდნენ დღეში 100 ათას დოლარს? მხოლოდ რისთვის, რომ გაეწელათ. ამ დროს კორელაციაში იყო განცხადებები დასავკეთიდან რომ დავასანქციროთ, მეოთხედ უკვე სასირცხვილო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის.

როდესაც შევხედრაზე იყო საუბარი, მე განვუმარტავდი რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნებოდა. მე უზრდელი კი არ ვარ შეხვედრაზე უარი ვთქვა, ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლოც რომ იყოს მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც არის დაბლოკილი. ხელოვნური სანქცია რომ მომეხსნას მე ეს კომპლექსი გამაჩნია. ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან მოდი მოვილაპარაკოთ. მე ეს კომპლექსი გამაჩნდა და რამდენიმე დღის წინ მოხდა გარდატეხა, მხოლოდ ამ მიზეზით და ამ მიზნით ვეუბნებოდი მე ამერიკის ელჩს, რომ ეს იქნებოდა კონტრპროდუქტიული მე ვეუბნებოდი რომ თუ გინდათ მე ამ ფულს სხვაგან მივმართავ, ქველმოქმედებისთვის მინდოდა მაგრამ სხვა ფონდში მივმართავ, მაგრამ ჩემთვის პრობლემაა რომ არსებობს დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა, იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემ ქვეყანასთან არის კავშირში. მე ვერაფრით ვერ დავუშვებ, რომ თუგინდ ჩემ თანაგუნდელებს ვთხოვო, ვთხოვო არა პოზიცია დავაფიქსირო, მოდი აი წავიწიოთ ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის და ამ დროს მე შეხვედრა მქონდა ვიღაცასთან მე ამას ვერ დავმალავ და არ დავმალავ რომ აი ესე უნდა გავაკეთოთ. ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი. მე სულ მექნებოდა ის კომპლექსი რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემი თანხები როგორმე დამიბრუნონ იმისთვის ვღებულობ და არა ჩემ ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი ეს იყო მიზეზი ყველაფერი ამის, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადული ინტერესების გამო რამე არ გავაკეთო. მე კარგად ვუმარტავდი, არ იფიქროთ რომ მე თავხედი ვარ, ეს იქნება კონტრპორდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი და ტყუილად ნუ დავიღლებით შეხვედრებზე. სხვა როგორ გავიგოთ თუ არა ზეწოლა, ისეთ სასაცილო პასუხებს მწერდა ტრასტი ანუ ნდობა, მათივე მოგონილი სახელია, როდესაც თანხის გადარიცხვას ვთავაზობდი ასეთ სასაცილო პასუხებს მწერდნენ რომ ჩვენ ძალიან გვეშინია რომ თქვენი შვილები მშიერი არ დატოვოთ, სასაცილოდ მიგდებდნენ რომ ქველმოქმედებაზე ძალიან დიდი თანხები არ დახარჯოთ და ჯობია წახვიდეთ სასამართლოში და სასამართლომ გადაწყვიტოს გაქვთ თუ არა უფლება დახარჯოთ ფული ისე როგორც მოგესურვებათ, არადა მე ვიყავი ძირითადი ვინც განკარგავს ანგარიშს. 2 საათის დასათვლელს რომ 2 თვე ითვლიდა ექსპერტი და შვებულებაშიც წავიდა და დაბრუნდა და სასამართლომ დაუწესა დედლაინი რომ 29 სექტემბერს ვერ გადაცდები და თუ გადაცდები მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას. 30 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მეჩვენება? შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მოჩვენებები მაქვს ოპოზიციას არ მოერიდება ამის თქმის.

როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა.

ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. დანიშნულია შეხვედრა და მე მაქვს იმედი, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი,"- განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები