შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.