მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მედ 11” შოვს რეანომობილის მომსახურების სერვისით დაეხმარება

რეანომობილი

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრი “მედ 11” შოვს რეანომობილის მომსახურების სერვისით დაეხმარება. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს.

„ტრაგედიის პირველივე წუთიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ  ადგილობრივ ხელისუფლებასთან  და მზად ვართ უსასყიდლოდ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ადმიანისითვის პირველადი გადაუდებელი  სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი  ლევან ქობალია.

მისივე თქმით, ვინაიდან აღნიშნულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ მაღალმთიან რეგიონებში  სამედიცინო მომსახურების დეფიციტია, მომავალში  „მედ 11“ სტრატეგიული განვითარების მიმართულება იქნება, მსგავს რეგიონებს მივაწოდოთ მაღალტექნოლოგიური სწრაფი რეაგირების სამედიცინო მომსახურება.

„მედ 11“ შოვში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები