მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

Roku და FOX

წამყვანმა ამერიკულმა მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Roku-ს $22 მილიარდად შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც ირკვევა, ამერიკული კორპორაცია Roku-ს თითოეულ აქციაში $160-ის გადაიხდის. ბიზნეს გამოცემა CNBC-ს ცნობით, ეს მასშტაბური გარიგება ბაზარზე Fox-ის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად დაიდო და კომპანიას საშუალებას მისცემს, Apple-ის, Google-ისა და Amazon-ის შემდეგ საკუთარი, ტელევიზორზე მისაერთებელი მოწყობილობები, იგივე TV Box-ები დააყენს.

ახალი შეთანხმების ფარგლებში, რუპერტ მერდოკის ოჯახის კომპანია საკუთარ საინფორმაციო და სპორტულ არხებს, ასევე უფასო პლატფორმა Tubi-ს Roku-ს სისტემასთან დააინტეგირებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შესყიდვა Fox-ის მიერ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებული პირველი მსხვილი ტრანზაქციაა. შეგახსენებთ, კორპორაციამ საკუთარი გასართობი ინდუსტრიის აქტივები შვიდი წლის წინ $71 მილიარდად Disney-ს მიჰყიდა. ამ ნაბიჯის შემდეგ Fox-ის პორტფელი ძირითადად სატელევიზიო არხებით შემოიფარგლებოდა.

ახალი გარიგების ფონზე, Roku-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $160-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $22 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები