მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიასაშუალებების ორგანიზებით, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

60f270722eb8c
BM.GE
17.07.21 13:10
691
დღეს, 18:00 საათზე, მედიასაშუალებების ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

„ვინც ფიქრობს, რომ ქუჩებში ადამიანების ჟლეტა არის დაუშვებელი, უნდა გამოვიდეს რუსთაველზე. ეს არის მედია-პროტესტი, ვიქნებით ყველა ერთად და ერთად მოვუწოდებთ ჯალათ ღარიბაშვილს, რომ წავიდეს სახლში თავისი მინისტრებით“, - განაცხადა „TV პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა.

„ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ გარეთ არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ნამდვილად ხდება. ხალხი ვერ შეეგუება ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ 5-6 ივლისს ვნახეთ. ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა. ან შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ ევროპული ღირებულებებით, ან მართლა ჩავეფლობით ჭაობში, რომელში ყოფნაც არავის გვინდა“, - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის 53 წარმომადგენელი სცემეს. "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საავადმყოფოს დატოვების მეორე დღეს გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები