მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიცინა განსხვავებულ ეკონომიკურ კანონებს ექვემდებარება - გაბუნია

649c1ab01cd5e
BM.GE
28.06.23 16:29
621
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ დერეგულირებული სამედიცინო სექტორი გარდაცვალებათა რაოდენობის ზრდას იწვევს. ამის შესახებ გაბუნიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც “ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება იყოს უანგარო და კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემის დროს გამოირიცხოს.

“რაც შეეხება კითხვას თუ რა დააშავა ადამიანმა, რომელსაც სჭირდება ტრანსპლანტაცია და ფულს ვერ გადაიხდის, რადგან კანონი ამას შეზღუდავს, შემიძლია გითხრა, რომ დღევანდელი მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ მთელი რიგი გართულებები თავიდან ავიცილოთ. როცა ტრანსპლანტაციის საჭიროება დგება, ეს უკვე ბოლო ეტაპია. ამ შემთხვევაში მედიცინა ერევა და ერევა იმ ეთიკური ჩარჩოს ფარგლებში, რაც შემოთავაზებულია. ეს არის საერთაშორისო სამართალი და ეთიკა და გამონაკლისი ვერ ვიქნებით. მედიცინა განსხვავებულ ეკონომიკურ კანონებს ექვემდებარება. დერეგულირებული მედიცინის ბაზარი იწვევს გარდაცვალელების მაღალ მაჩვენებელს. დერეგულირების შემთხვევაში უფრო მეტი გარდაცვალებაა მოსალოდნელი, ვიდრე რეგულირებული სფეროს შემთხვევაში”,-აცხადებს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები