მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი - ISET

საქართველოში მაღალი პოლარიზაციის მაჩვენებელს ადასტურებს როგორც საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაციის აღქმა, ისე საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მხრიდან დეპოლარიზაციის მოწოდებებიც, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა პოლარიზაციის დინამიკის მონიტორინგის ინსტრუმენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში მედიის პოლარიზაციის დინამიკის შესასწავლად და გასაზომად შეიმუშავა მედიის პოლარიზაციის ინდექსი, რომელიც მედიის პოლარიზაციას განიხილავს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის ირიბ მაჩვენებელს.

მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი აჩვენებს, რომ 2020 წლიდან საქართველოში მედიის პოლარიზაცია იზრდება. ზრდა განსაკუთრებით მწვავე კი 2022 წლის დასაწყისიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ასახავს მნიშვნელოვან პოლარიზაციას კონკრეტული მოვლენების გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნები, მისი რეაქცია სხვადასხვა მოვლენასა თუ განვითარებაზე სხვადასხვაა.

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად